„გალერეა ვერე“ და „თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს ხელოვნების ნიმუშების განვადებით შეძენის შესაძლებლობას სთავაზობენ

„გალერეა ვერე“ და „თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს ხელოვნების ნიმუშების განვადებით შეძენის შესაძლებლობას სთავაზობენ

ვერაზე მდებარე საგამოფენო სივრცემ და სახელოსნომ „გალერეა ვერე“, „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობით, ხელოვნების მოყვარულებს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა კომფორტული სერვისის სახით, რაც გულისხმობს ხელოვნების ნიმუშების განვადებით შეძენის შესაძლებლობას.
მსგავსი მომსახურება სახელოვნებო სივრცეში ინოვაციას წარმოადგენს, რამდენადაც ამ სფეროში განვადებით სასურველი ნივთის შეძენა აქამდე საკმაოდ იშვიათი იყო. ამ სიახლის შესახებ საუბრობს „გალერეა ვერე“ დირექტორი, ქეთევან გორგაძე:

„ალბათ, გადახდისას ყველა გალერეა უწევს საკუთარ მომხმარებლებს გარკვეულ შეღავათებს, მაგრამ მსგავსი საბანკო განვადება ამ სფეროში პირველი პროექტია. მოხარულები ვართ, რომ პირველებმა შევთავაზეთ მომხმარებლებს მათთვის მოსახერხებელი სერვისი, რომელიც მათ აძლევთ საშუალებას,

ნებისმიერი ღირებულების ხელოვნების ნიმუში შეიძინონ ბანკთან ურთიერთობით და საკუთარი შემოსავლების გადანაწილებით. ცხადია, ეს მათთვის მეტად კომფორტულია, რადგან ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ მომხმარებლი ზოგავს თანხას სასურველი ნივთის შესაძენად, აგროვებს, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლოს იგი უკვე გაყიდულია. გარდა ამისა, ხელოვნების ნიმუშების ფასი თანდათან იმატებს და წლის ბოლოს, შესაძლოა, უკვე ძალიან ძვირადღირებული ნივთი შეგვრჩეს ხელში. შესაბამისად, მეტი კომფორტია, როდესაც სასურველი შენაძენის ღირებულებას ეტაპობრივად იხდი საკუთარი შემოსავლების გადანაწილების გზით“.

– რას სთავაზობს „გალერეა ვერე“ ხელოვნების მოყვარულებს?
– ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი პერიოდის მხატვრობის ნიმუშების შეძენა საბანკო განვადებით, რაც, ვფიქრობ, დროული და საჭირო გადაწყვეტილება იყო ჩვენი მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის.
– განვადების სერვისით სარგებლობის მსურველები „თიბისი ბანკის“ მომხმარებლები უნდა იყვნენ?
– დიახ, ამ შემთხვევაში ბანკი არავითარ განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ აყენებს, იგივე პროცედურებია საჭირო, რაც სტანდარტული განვადების გაფორმებისას. მთავარია, მოხდეს შემოსავლების დადასტურება.
– განვადებასთან დაკავშირებით უშუალოდ ბანკს უნდა მივმართოთ?
– განვადების გასაფორმებლად შეგიძლიათ, მიმართოთ როგორც ბანკის ფილიალს, ასევე, ისარგებლოთ საიტზე განთავსებული ონლაინ განვადების ლინკით და შემდგომ უკვე დაგვიკავშირდეთ გალერეის წარმომადგენლებს.
– ამ სერვისით ალბათ უკვე ბევრი მომხმარებელი სარგებლობს?
– დიახ, და ძალიან მოხარულები ვართ ამ ფაქტით. მიხარია, რომ ჩვენი შეთავაზება საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია, ჩვენთან თანამშრომლობენ და დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ ამ სიახლესთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი სწორედ მათი კომფორტი და კმაყოფილებაა, ამიტომაც შემიძლია, დავპირდე, რომ სამომავლოდ კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. ამჟამად, ჩვენს გალერეაში წარმოდგენილია 30-იანი წლების, მხატვარ გივი გულისაშვილის და საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრის, ირინა შტენბერგის ნამუშევრები, რაც, ვფიქრობ, ძალიან დიდი და ძვირფასი შენაძენია ხელოვნების მოყვარულთათვის. მომხმარებლებს ვეტყოდი, რომ ჩვენთან მომავალშიც უამრავი ფასეული და საინტერესო ნივთის შეძენას შეძენას შეძლებენ.
ჯანაშიას 9 ნომერში მდებარე მყუდრო საგამოფენო სივრცე “გალერეა ვერე” ის ადგილია, სადაც წლებია, ხელოვნების მოყვარულები მათთვის საინტერესო ნამუშევრებს პოულობენ. აქ საკუთარი სივრცე უამრავმა ხელოვანმა იპოვა.