Vere Gallery

ჯანაშიას 9 ნომერში ``გალერეა ვერაზე`` ის ადგილია, სადაც წლებია, ხელოვნების მოყვარულები მათთვის საინტერესო ნამუშევრებს პოულობენ. აქ საკუთარი სივრცე უამრავმა ხელოვანმა იპოვა. გალერაში მისულს, მასპინძლებთან ერთად ხშირად მსახიობი და მხატვარი ჟანრი ლოლაშვილიც გვხვდება, რომლის ნამუშევრები წლებია, ამ გალერეაში ექსკლუზიურად იფინება. ის ნახატებს საბოლოო შტრიხებს - ხელმოწერით ყოველთვის აქ ასრულებს...